თბილისში, ვაზისუბნის დასახლებაში ახალგაზრდა ქალი დაჭრეს.
დაზარალებული კლინიკაში გადაიყვანეს.
როგორც საზოგადოებრივი მაუწყებელი წერს, დანაშაულში ბრალდებული სამართალდამცველებმა დააკავეს.
ადგილობრივი მცხოვრებლების ინფორმაციით კი, ქალი მეზობელმა, შუახნის კაცმა დაჭრა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალური ინფორმაცია ჯერ არ გაუვრცელებია.