რომის პაპი ფრანცისკე ერაყში ისტორიულ ვიზიტს განაგრძობს. დღეს ის ქალაქ მოსულში ჩავიდა. Reuters-ის ცნობით, 84 წლის პაპი ერაყის სიდიდით მეორე ქალაქში, იმ სამლოცველოს ნანგრევებთან ილოცებს, რომელიც 2017 წელს, „ისლამურმა სახელმწიფომ“ (დაეში) გაანადგურა.
„მტრობა, ექსტრემიზმი და ძალადობა არ იბადება რელიგიურ გულში: ისინი მუხთლობენ რელიგიას. ჩვენ, მორწმუნეებს, არ შეგვიძლია ჩუმად ვიყოთ, როდესაც ტერორიზმი ბოროტად იყენებს რელიგიას. მართლაც, ერთმნიშვნელოვნად გვეძახიან ყველანაირი გაუგებრობის გასაფანტად. ნუ დაუშვებთ, რომ ცის სინათლე დაჩრდილოს სიძულვილის ღრუბლებმა“, - განაცხადა რომის პაპმა.