ქობულეთის პირველ, მეორე, მესამე, მეხუთე და მეექვსე საჯარო სკოლებში ევაკუაცია გამოცხადდა. უსაფრთხოების ზომები მას შემდეგ მიიღეს, რაც ქობულეთის მეორე საჯარო სკოლის მოსწავლეებმა ადმინისტრაციას აცნობეს, რომ შენობაში ასაფეთქებელი მოწყობილობის არსებობის შესახებ წერილი სოციალური ქსელით მიიღეს. ინფორმაციას რადიო თავისუფლება ავრცელებს.
ინფორმაცია სკოლის ადმინისტრაციას მოსწავლეებმა დღეს, 26 მარტს მაშინ მიაწოდეს, როცა შენობაში მეორე ცვლის ბავშვები იმყოფებოდნენ. სკოლამ შეტყობინების შესახებ რესურს ცენტრს აცნობა, რის შემდეგაც ევაკუაცია გამოცხადდა.
ქობულეთის მუნიციპალიტეტის მერიის ცნობით, ევაკუაციის გამოცხადების მიზეზი იდენტურია ხუთივე სკოლაში - მუქარის შინაარსის წერილის მიღება.