შვეიცარიის ზოგიერთმა ბანკმა დაიწყო ანგარიშების დახურვა იმ მოქალაქეებისთვის, რომლებსაც ერთდროულად აქვთ შვეიცარიული და რუსული პასპორტები. ამის შესახებ Leolex-ის იურიდიული ბიუროს მმართველმა პარტნიორმა რომან კუდინოვმა Vedomosti-თან ინტერვიუში ისაუბრა.
ორმაგი მოქალაქეობის მქონე UBS-ისა და Credit Suisse-ის რამდენიმე კლიენტს შეექმნა პრობლემა, ამბობს კუდინოვი: ისინი ყველა იხდიან გადასახადებს შვეიცარიაში, მაგრამ რუსეთში ისინი არ იღებენ შემოსავალს და არ იხდიან გადასახადებს.
კომპანიების ჯგუფის ITSWM–ს წარმომადგენელი ეკატერინა პოპოვა აცხადებს, რომ „ახლა შვეიცარიული ბანკები მათი ნებისმიერი მომხმარებლის რუსეთთან კავშირს აკვირდებიან.“
დასავლეთი რუსეთს სანქციებს უწესებს ურაინაში წარმოებული ომის გამო, რაც ასევე მოიცავს სანქციების გვერდის ავლის საწინააღმდეგო ზომებს. ცდილობენ, მესამე ქვეყნებში მსგავსი პრეცედენტები არ დაუშვან.