ირანის თავდაცვის მინისტრის, გენერალ ამირ ჰათამის განცხადებით, ისრაელი თუ სისულელეს ჩაიდენს, ირანი თელ-ავივსა და ხაიფას ფერფლად აქცევს. ამის შესახებ ინფორმაციას Iranpress-ი ავრცელებს.
ირანის თავდაცვის მაღალჩინოსანის განცხადებით, ისრაელის მხრიდან მათ მიმართ მუქარა სასოწარკვეთაა.
„სიონისტური რეჟიმი არ არის ირანის მთავარი მტერი და ირანის ზომაც კი არ არის. სიონისტური რეჟიმის ექსპანსიონისტური ამბიციები შეჩერდა 1979 წლის ისლამური რევოლუციის გამარჯვების შემდეგ და დღეს რეგიონის ყველა ქვეყანას სძულს ეს რეჟიმი. ისრაელის სიონისტური რეჟიმი თუ სისულელეს ჩაიდენს, ირანი თელ-ავივს და ხაიფას ფერფლად აქცევს“, - განაცხადა ამირ ჰათამიმ.
ცნობისთვის, ისრაელის ხელისუფლებაში აცხადებენ, რომ თუ მსოფლიო ირანის ბირთულ ამბიციებს არ შეაკავებს, ისრაელი ირანის წინააღმდეგ დამოუკიდებლად იმოქმედებს და ირანის ბირთვულ ობიექტებს დაბომბავს.
ამასთანავე, ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიანიმ ნეთანიაჰუმ განაცხადა, რომ ისრაელი ყველაფერს გააკეთებს, რათა ირანმა ბირთვული იარაღი არ მოიპოვოს და არასდროს დაუშვებს, რომ ირანის ისლამურმა რესპუბლიკამ ისრაელი რუქიდან გააქროს.