სომხეთი არ შეურთდა ОДКБ-ს განცხადებას, რომელიც რუსეთში მომხდარ ტერაქტს გმობს

სომხეთი არ შეუერთდა CSTO-ს საპარლამენტო ასამბლეის განცხადებას, რომელმაც მოსკოვთან მომხდარი ტერაქტი დაგმო. ამის შესახებ სომხეთის ეროვნული ასამბლეის სპიკერის პრესმდივანმა ნელი ღულიანმა NEWS.am-ს განუცხადა.

„სომხეთმა გაყინა CSTO-ს წევრობა,“ განმარტა სპიკერმა.

2002 წელს შექმნილი ამ ორგანიზაციის წევრები არიან: რუსეთი, ბელარუსი, სომხეთი, ყაზახეთი, ყირგიზეთი და ტაჯიკეთი.


კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციას, სადაც რუსეთი დომინირებს, ერევანი ბრალს სდებს უმოქმედობაში ყარაბაღის გამო სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტის დროს.

CSTO-ს წევრი ქვეყნების საპარლამენტო დელეგაციებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომლითაც დაგმეს 22 მარტს Crocus City Hall-ის საკონცერტო დარბაზში მომხდარი ტერორისტული აქტი.