ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა დუნია მიატოვიჩმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნების“ მხრიდან პოლიტიკური მანიპულაციებისა და LGBTI ხალხისა და უფლებადამცველების შევიწროების ადგილი დემოკრატიულ საზოგადოებაში არ არის.
„ის ასევე ასახავს ლგბტი-ფობიის პოლიტიკურ მანიპულირებას წინასაარჩევნოდ, რაც მე ადრე ვგმოდი და რომელსაც ადგილი არ უნდა ჰქონდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც დაფუძნებულია კანონის უზენაესობაზე და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე.
„შეშფოთებული ვარ საქართველოში არსებული პოლიტიკური დისკურსით, რომელსაც “ქართული ოცნების” პარტიის მიერ გაკეთებული განცხადება აჩვენებს მათ ინიციატივაზე, შეიტანონ ცვლილება კონსტიტუციაში და მიიღონ ახალი საკონსტიტუციო კანონი “ოჯახური ღირებულებებისა და არასრულწლოვანი პიროვნებების” შესახებ.
ის ააშკარავებს გამჯდარ საზიანო სტერეოტიპებსა და ცრურწმენებს LGBTI ხალხის წინააღმდეგ, რომლებიც ჯერ კიდევ დომინირებს ქართული საზოგადოების სეგმენტებში, მათ შორის, ზოგიერთ პოლიტიკოსში და შეუძლია, ძლიერი ნეგატიური გავლენა იქონიოს ადამიანის უფლებებზე, LGBTI ხალხის უსაფრთხოებასა და კეთილდღეობაზე, და მათი უფლებების დამცველებზე.
ის ასევე LGBTI-ფობიით პოლიტიკურ მანიპულაციას წარმოადგენს წინასაარჩევნოდ, რომელიც აქამდე დავგმე და რომელსაც ადგილი არ უნდა ჰქონდეს დემოკრატიულ საზოგადოებაში, რომელიც კანონის უზენაესობასა და ყველას ადამიანის უფლებების პატივისცემას ეყრდნობა,” - განაცხადა მიატოვიჩმა.
ადამიანი უფლებათა კომისარი აღნიშნავს, რომ მან საქართველოს ოფიციალურ პირებს მოუწოდა, ყველა ფორმის დისკრიმინაციისადმი ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკისა და პრაქტიკის ერთგულნი იყვნენ.
„შესაბამისად, ქართველ ოფიციალურ პირებს მოვუწოდებ, სრულად პატივი სცენ ადამიანის უფლებების მხრივ მათ ვალდებულებებს, როგორც ევროპის საბჭოს წევრმა ქვეყანამ, მათ შორის, LGBTI ხალხის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო საზოგადოებისა და უფლებადამცველების საქმიანობისთვის გარემოს შექმნის უზრუნველყოფის მხრივ.
საქართველოში ყველა პოლიტიკოსს მოვუწოდებ მტკიცედ დაგმონ საარჩევნო კამპანიაში LGBTI-ფობიის ან ნებისმიერი სხვა დისკრიმინაციული რიტორიკის გამოყენება”, - განაცხადა დუნია მიატოვიჩმა.