შვეიცარიაში სახის დაფარვის აკრძალვაზე რეფერენდუმი ტარდება. Reuters-ის ცნობით,
„დასრულდეს ექსტრემიზმი!" – მსგავსი მოწოდებით, ციურიხის მახლობლად არსებულ პატარა სოფელში, შეხვდებით წითელ ბილბორდებს. ეს ფრაზა თავსაბურავიანი, სახედაფარული ქალის პორტრეტს მიემართება.
ბილბორდი არის შვეიცარიის ექსტრემისტული მემარჯვენე სახალხო პარტიის (SVP) კამპანიის ნაწილი, რომელიც საჯარო სივრცეში სახის ჩადრით დაფარვის აკრძალვას გულისხმობს.
როგორც ცნობილია, გამოკითხვების თანახმად, შვეიცარიელების უმეტესობა რეფერენდუმში მონაწილეობას მიიღებს და სახის დაფარვის აკრძალვას მხარს დაუჭერს.
„შვეიცარიაში ჩვენი ტრადიციაა, რომ შენ აჩვენო შენი სახე. ეს ჩვენი ძირითადი თავისუფლებების ნიშანია", - გნაცხადა ვალტერ ვობმანმა, SVP-ის წევრმა და რეფერენდუმის კომიტეტის თავმჯდომარემ.