აზერბაიჯანი და თურქეთი ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე ერთობლივ ფილმს გადაიღებენ

აზერბაიჯანის რესპუბლიკის კინოს სააგენტოს (ARKA) და ცნობილ თურქულ კინოკომპანიებს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, იუწყება ARKA.

მემორანდუმი სააგენტოსა და თურქეთის ცნობილ კინოკომპანიებს Skala Film Production-სა და Tulpar Film-ს შორის გაფორმდა.


მემორანდუმის თანახმად, დაგეგმილია ერთობლივი ფილმის, სახელწოდებით - Altin Qatar (ოქროს მატარებელი) წარმოება, რომელიც უახლოეს მომავალში აზერბაიჯანისა და თურქეთის ბაზრებზე გამოვა.


ფილმი თურქეთსა და აზერბაიჯანს შორის მე-20 საუკუნის დასაწყისის ურთიერთობს შეეხება. თურქული კომპანიები აზერბაიჯანის კინოინდუსტრიაში ინვესტიციებს პირველად ახორციელებენ. ფილმს ფინანსურ მხარდაჭერას თურქები გაუწევენ. მემორანდუმში ასევე ასახულია TURKSOY-ის წევრი ქვეყნებიდან მხარდაჭერის მიღების საკითხიც.