ბელარუსის ოპოზიციონერი ლიდერი სვეტლანა ტიხანოვსკაია აცხადებს, რომ იგი ლიეტუვაში თავს უსაფრთხოდ გრძობს და ფიქრობს, რომ მისი ექსტრადირება არ მოხდება. ინფორმაციას Euronews-ი ავრცელებს.
ტიხანოვსკაიას თქმით, იგი დარწმუნებულია, რომ ლიეტუვა და სხვა ევროპული ქვეყნები მის ექსტრადირებას არ დაუშვებს, რადგან ეს საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია.
,, მე არ მეშინია, რადგან ვიცი, რომ ლიეტუვა და სხვა ევროპული ქვეყნები არ დაუშვებენ ჩემს ექსტრადირებას, რადგან ეს არის პოლიტიკურად მოტივირებული, ამიტომაც ვფიქრობ, რომ უსაფრთხოდ ვარ", - განაცხადა ოპოზიციონერმა.
აღსანიშნავია, რომ 5 მარტს ბელარუსის გენერალურმა პროკურატურამ ლიეტუვას ოპოზიციონერი სვეტლანა ტიხანოვსკაიას ექსტრადირების მოთხოვნით მიმართა.
ცნობისთვის, ოპოზიციონერი სვეტლანა ტიხანოვსკაია 2020 წლის ბელარუსის საპრეზიდენტო არჩევნებში იღებდა მონაწილეობას. მან სერიოზული გამოწვევების წინაშე დააყენა მოქმედი პრეზიდენტი ალექსანდ ლუკაშენკო.
მას შემდეგ, რაც არჩევნების შედეგები გამოცხადდა, ტიხანოვსკაია მეზობელ ლიეტუვაში გაიქცა და მას შემდეგ დევნილობაში იმყოფება.