ნიდერლანდები და დანია უკრაინას F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს გადასცემენ - მარკ რუტე

ნიდერლანდები და დანია უკრაინას გადასცემენ F-16-ის ტიპის მოიერიშე თვითმფრინავებს, როგორც კი გადაცემის პირობები შესრულდება. ამის შესახებ ნიდერლანდების პრემიერ-მინისტრმა, მარკ რუტემ კვირას, 20 აგვისტოს განაცხადა, როდესაც უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის უმასპინძლა.


რუტე ზელენსკის ჰოლანდიის საჰაერო ბაზაზე შეხვდა. ლიდერებმა ბაზაზე ორი F-16 დაათვალიერეს.

შეგახსენებთ, აშშ დანიისა და ნიდერლანდების მიერ F-16-ების უკრაინაში გაგზავნას დაეთანხმა.


თეთრმა სახლმა 18 აგვისტოს დაადასტურა, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა დანიელ და ჰოლანდიელ კოლეგებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც უკრაინისთვის F-16-ის ტიპის გამანადგურებლების გადაცემის თაობაზე აშშ-ის მხარდაჭერას გამოხატავს.

ვოლოდიმირ ზელენსკი შვედეთში ვიზიტით 19 ჩავიდა, რის შემდეგაც, 20 აგვისტოს ნიდერლანდებს ეწვია.