ხურვალეთში მომხდარ ინცინდენტთან დაკავშირებით, EUMM-ის ცხელი ხაზი გააქტიურდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ხურვალეთის მიმდებარედ პოლიციამ საქართველოს მოქალაქის უკანონოდ დაკავების მცდელობა აღკვეთა.
„ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია ადასტურებს, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით გააქტიურდა მისიის მიერ ოპერირებადი ცხელი ხაზი“, განუცხადეს Europetime-ს ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში.