მოლდოვამ აშშ-დან თხევადი გაზის პირველი პარტია მიიღო

მოლდოვის მთავრობა აძლიერებს თხევადი ბუნებრივი აირის (LNG) შესყიდვის პროცედურას, რათა რუსეთზე დამოკიდებულება შეამციროს. განაცხადა მოლდოვის ენერგეტიკის მინისტრმა ვიქტორ პარლიკოვმა. მისი თქმით, მოლდოვამ უკვე მიიღო 2,6 მლნ კუბური მეტრი LNG-ის პარტია ამერიკული მწარმოებლისგან.


გაზი გემით ალექსანდროპოლისის ტერმინალში, ჯერ საბერძნეთში, შემდეგ კი, გაზსადენებით მოლდოვაში გადაიტანეს. სს Energocom-ის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ვიქტორ ბინზარიმ აღნიშნა, რომ ეს არის საცდელი შესყიდვა ბერძნული DEPA-სგან. ამ LNG-ის ფასი კონკურენტუნარიანია. კიშინიოვი რუსულ გაზპრომზე დამოკიდებულების შემცირებას ცდილობს. ბოლო თვეებში რუსული კომპანიისგან მიწოდება დღეში 5,7 მლნ კუბურ მეტრამდე შემცირდა. მაგრამ ეს მოცულობა არ არის საკმარისი ცივ სეზონში ქვეყნის მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად.