შვეიცარიამ საზოგადოებაში სახის სრულად დაფარვის აკრძალვას რეფერენდუმზე მხარი დაუჭირა

შვეიცარიაში სახის დაფარვის აკრძალვაზე რეფერენდუმის შედეგები ცნობილია. შვეიცარიელებმა საზოგადოებაში სახის სრულად დაფარვის აკრძალვას მხარი დაუჭირეს. ინფორმაციას CNN-ი ავრცელებს.

შვეიცარიელმა ამომრჩეველმა დაამტკიცა აკრძალვა სახის სრული დაფარვის ჩათვლით, ნიკაბისა და ბურკის ჩათვლით, თითქმის ყველა საზოგადოებრივ ადგილზე

რეფერენდუმში მონაწილეთა 51.2%-მა აკრძალვას მხარი დაუჭირა, 48.8% კი წინააღმდეგი იყო.

საგამონაკლისო სივრცეები იქნება წმინდა ადგილები. სახის დაფარვა ასევე დაიშვება ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების მიზნითაც.

საკითხი გააკრიტიკეს შვეიცარიის რიგმა რელიგიურმა ორგანიზაციებმა და ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ჯგუფებმა, ასევე ფედერალურმა მთავრობამ.

შვეიცარიის რელიგიის საბჭომ, რომელიც წარმოადგენს შვეიცარიის ყველა მნიშვნელოვან რელიგიურ თემს, დაგმო წინადადება ამ წლის დასაწყისში და აღნიშნა, რომ ადამიანის უფლება რელიგიურ თავისუფლებაზე ასევე იცავს რელიგიურ წესებს, როგორიცაა ჩაცმულობის კოდექსი.

რეფერენდუმი ამ თემაზე რამდენიმეწლიანი დებატების კულმინაცია იყო და 12 წლის შემდეგ ჩატარდა.

აღსანიშნავია, რომ სახის დაფარვის აკრძალვები უკვე მოქმედებს ევროპის რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში, ნიდერლანდებსა და დანიაში. საფრანგეთმა პირველმა აკრძალა ბურკები საზოგადოებრივ სივრცეებში 2011 წელს.

2018 წელს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა განაცხადა, რომ აკრძალვა არღვევს მუსლიმი ქალების უფლებებს .

ცნობისთვის, დღეს შვეიცარიაში სახის დაფარვის აკრძალვაზე რეფერენდუმი ჩატარდა.