ბლინკენი ჩინეთს ეწვევა

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი ჩინეთს ეწვევა. როგორც მედია ამერიკელ ოფიციალურ პირებზე დაყრდნობით წერს, ვიზიტის თარიღი ჯერ დადგენილი არ არის, თუმცა ის უახლოეს მომავალში გაიმართება. მანამდე ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის (PRC) პრეზიდენტ სი ძინპინსა და აშშ-ის პრეზიდენტ ჯოზეფ ბაიდენს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.


აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ბოლო ვიზიტი ჩინეთში 2023 წლის ივნისში შედგა, როდესაც ბლინკენმა რამდენიმე შეხვედრა გამართა ჩინეთის ხელმძღვანელობის წარმომადგენლებთან. გაზეთი Politico 23 მარტს იტყობინებოდა, რომ აშშ-ის ხაზინის ხელმძღვანელი ჩინეთს მალე ეწვევა. ბოლოს იელენი ჩინეთში გასული წლის ივლისში იმყოფებოდა.