უკრაინაში დაღუპული ქართველი მებრძოლი თენგიზ ჭანია საქართველოში ჩამოასვენეს.
ჭანიას ცხედარს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ოჯახის წევრები, ნათესავები, პოლიტიკოსები და სამოქალაქო აქტივისტები დახვდნენ.
ახლობლების ინფორმაციით, ქართველი მებრძოლი დონეცკის ოლქში, „აზოვის“ ბრიგადაში იბრძოდა და ის ორმხრივი შეტაკების დროს დაიღუპა.
48 წლის თენგიზ ჭანია რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხახეთიდან დევნილია. ის წლების განმავლობაში ცხოვრობდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში. ჰყავს მეუღლე და ერთი შვილი.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის მონაწილე თენგიზ ჭანია უკრაინაში, „აზოვის“ მესამე მოიერიშე ბრიგადის რიგებში იბრძოდა. უკრაინაში ომის დაწყებიდან დღემდე საომარ მოქმედებებს 60-ზე მეტი ქართველი მებრძოლის სიცოცხლე ემსხვერპლა. ბოლოს, ორი ქართველი სამხედროს დაღუპვის შესახებ ცნობა 10 მარტს გავრცელდა.