ტაივანში მიწისძვრის შედეგად ნანგრევებში ჩარჩენილ 100-ზე მეტ ადამიანს ეძებენ

ტაივანში მაშველები ძლიერი მიწისძვრის გამო დანგრეულ შენობებში ჩარჩენილ 100-ზე მეტ ადამიანს ეძებენ.

დაღუპულთა რაოდენობა 9-მდე გაიზარდა, დაშავებულია 1 050 ადამიანი, 101 კი - კვლავ ნანგრევებში რჩება.


ტაივანის სახანძრო უწყების ცნობით, დაახლოებით 46 ადამიანი დაკარგულად ითვლება. ევაკუირებულია 961 ადამიანი, 628 კი - თავშესაფრებში იმყოფება.

ტაივანის სანაპიროსთან ბოლო 25 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი, 7.4 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 3 აპრილს მოხდა.