იაპონიაში 6.1 მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა მოხდა. მედიის ინფორმაციით, მიწისქვეშა ბიძგები ფუკუშიმას პროვინციაში, ადგილობრივი დროით 12:16-ზე დაფიქსირდა. მიწისძვრა იაპონიის ქალაქ მინამისომადან 83 კილომეტრის მოშორებით, 40 კილომეტრის სიღრმეზე მოხდა.
მსხვერპლისა და ნგრევის შესახებ ინფორმაცია ამ ეტაპზე არ ვრცელდება.