უფლებადამცველი ორგანიზაცია Human Rights Watch-ის განცხადებით, საქართველოს მმართველი პარტია გეგმავს, ხელახლა წარადგინოს უაღრესად საკამათო რუსული ტიპის კანონმდებლობა, რომელიც მიზნად ისახავს სამოქალაქო საზოგადოებისა და დამოუკიდებელი მედიის დასუსტება.
ორგანიზაციის შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენელტა განცხადებები ცხადყოფს, რომ კანონი გამოყენებული იქნება კრიტიკული ხმების სტიგმატიზაციისა და დასასჯელად.
„2023 წლის დეკემბერში საქართველოს მიენიჭა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი იმის გათვალისწინებით, რომ ის გააუმჯობესებდა პირობებს სამოქალაქო საზოგადოებისთვის. ეს ნაბიჯი ქმნის რისკებს, საქართველოს გადაყვანისა ევროკავშირში ინტეგრაციის გზიდან, მაშინაც, თუკი ევროკავშირს ამ დრომდე სურდა, ეს ქვეყანა წინ წაეწია ევროკავშირთან დაახლოების პროცესში, ევროკავშირის რეფორმების პრიორიტეტებთან მიმართებით, შეზღუდული პროგრესის მიუხედავად.“
როგორც ცნობილია, მმართველი პარტიის მიერ ინიცირებულმა ამ კანონპროექტმა გამოიწვია საერთაშორისო პარტნიორების მწვავე კრიტიკა. „ქართული ოცნება“ პირობას დებდა, რომ ხსენებულ პროექტს აღარ დააინიცირებდა. გასული წლის მარტში, ორდღიანი ხალხმრავალი პროტესტის შემდეგ, „ქართულმა ოცნებამ“ და „ხალხის ძალამ“ განაცხადეს, რომ მათ მიერ მხარდაჭერილი სადავო კანონპროექტი გაიწვიეს.
-
ოპოზიციის შეფასებით, „ქართული ოცნება“ საქართველოს მოქალაქეების ევროპულ მიზანს საფრთხეს უქმნის
-
“უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტი პარლამენტში ინიცირებულია