კათოლიკური სამყაროს სულიერმა ლიდერმა, რომის პაპმა ფრანცისკემ ერაყში ისტორიული ვიზიტი დაასრულა. ინფორმაციას Reuters-ი ავრცელებს.
მან კონფლიქტის შედეგად განადგურებული ქალაქები მოინახულა, შეხვდა მუსლიმ და ქრისტიან ლიდერებს. ერაყში ყოფნისას მან მშვიდობიან თანაცხოვრებაზე იქადაგა.
პაპმა ფრანცისკემ თვითმფრინავში ჩასხდომისას კაბინიდან ვატიკანისა და ერაყის დროშები ააფრიალა.
პაპის მოგზაურობის დროს, მან დაათვალიერა ოთხი ქალაქი, მათ შორის მოსული, ყოფილი ისლამური სახელმწიფოს დასაყრდენი, სადაც უზარმაზარი ტერიტორიები კვლავ ნანგრევებად არის ქცეული და ერაყელებს უთხრა, რომ ,,მშვიდობას უფრო ძალა აქვს, ვიდრე ომი".
მან ასევე აღნიშნა, რომ ერაყი ყოველლთვის მის გულში დარჩება.
ცნობისთვის, რომის პაპმა ერაყში ოფიციალური ვიზიტ 5 მარტ დაიწყო. კათოლიკური სამყაროს სულიერი ლიდერი იმ რეგიონში ჩავიდა, რომელიც სამი წლის განმავლობაში „ისლამური სახელმწიფოს“ ხელში იყო.