აშშ, იაპონია, ავსტრალია და ფილიპინები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნებს გამართავენ

აშშ, იაპონია, ავსტრალია და ფილიპინები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში სამხედრო წვრთნებს გამართავენ. შესაბამის ინფორმაციას ფილიპინების თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერი არსენიო ანდოლონგი ავრცელებს.


ფილიპინების თავდაცვის სამინისტროს პრესსპიკერის ცნობით, ერთდღიანი საზღვაო წვრთნები ხვალ გაიმართება.

მონაწილე სახელმწიფოების ერთობლივ განცხადებაში ნათქვამია, რომ წვრთნები შეიარაღებული ძალების ტაქტიკას, დოქტრინას, ტექნიკასა და პროცედურების თავსებადობას გააძლიერებს.

საზღვაო წვრთნების ფარგლებში საკომუნიკაციო მოქმედებები და სათვალთვალო მანევრები სამხრეთ ჩინეთის ზღვაში, მანილას ექსკლუზიურ ეკონომიკურ ზონაში ჩატარდება.