თბილისში, აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა გაიზარდა

თბილისში, ბოჭორმის ქუჩაზე სასროლეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა სამამდე გაიზარდა. ინფორმაციას შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში ადასტურებენ.

მოქალაქე კლინიკაში გარდაიცვალა.

შეგახსენებთ, თბილისში, ბოჭორმის ქუჩა N12-ში მაღაზია "ბეთლგრაუნდის" სასროლეთში აფეთქება მოხდა. აფეთქების შედეგად დაშავებული კიდევ სამი ადამიანი კლინიკაშია მოთავსებული.