ისრაელის საელჩო: გამოვხატავთ ღრმა მადლიერებას ქართველი ხალხისადმი, რომელთაც 9 აპრილს გამოავლინეს არნახული სიმტკიცე და სიმამაცე

ისრაელის საელჩო 9 აპრილთან დაკავშირებით აცხადებს, რომ თავისუფლება რჩება სანუკვარ ღირებულებად, რომელიც სცილდება საზღვრებს.

„ჩვენ გამოვხატავთ ღრმა მადლიერებას ქართველი ხალხისადმი, რომელთაც 9 აპრილს გამოავლინეს არნახული სიმტკიცე და სიმამაცე. ამ შემთხვევაში, თქვენ მოახდინეთ ჭეშმარიტი მდგრადობის და თავისუფლებისადმი დაუოკებელი სწრაფვის დემონსტრირება. ცხადია, რომ თავისუფლება რჩება სანუკვარ ღირებულებად, რომელიც სცილდება საზღვრებს. ქართველებიც და ისრაელელებიც იზიარებენ იმის სურვილს, რომ მათთვის ეს გახდეს სახელმძღვანელო პრინციპი,“ წერია ისრაელის საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.