გერმანია დანაშაულის ზრდის ფონზე, დეპორტაციას დააჩქარებს

გერმანიის შინაგან საქმეთა მინისტრმა ნენსი ფეზერმა განაცხადა, რომ უცხოელმა დამნაშავეებმა გერმანია უფრო სწრაფად უნდა დატოვონ. გასულ წელს გერმანიაში დანაშაულების საერთო რაოდენობა 5,5%-ით, ხოლო უცხოური წარმომავლობის მქონე ეჭვმიტანილთა რაოდენობა 13,5%-ით გაიზარდა.


„დეპორტაციის მკაცრი წესები, რომლებიც ჩვენ შევქმენით, ახლა უნდა აღსრულდეს,“ - განაცხადა ნენსი ფეზერმა.

გერმანელმა მინისტრმა სტატისტიკურ მონაცემებზე დაყრდნობით განაცხადა, რომ ვინც წესებს არ იცავს, ქვეყანა უნდა დატოვოს.