ჭყონდიდის ეპარქიის მიტეოპოლიტი მეუფე სტეფანე დღევანდელ იციდენტში მრევლს და სასულიერო პირების ნაწილს ადანაშაუალებს და აცხადებს, რომ სიტუაციის დაძაბვა გარეთ შეკრებილებმა გამოიწვიეს, რასაც მედიის წარმომადგენლება შეუწყვეს ხელი.
ის ეპარქიის დატოვებას არ აპირებს და აცხადებს რომ ეს ადამაიანები არიან მართული კონკრეტული ძალის მიერ და რაც ხდება ეპარქიაში დღეს არის საქართველოს ეკლესიის წინააღმდეგ ქმედება. შეკრებილი მრევლი კი მეუფეს შეძახილებით შეხვდა, რასაც სიტყვიერი დაპირისპირება მოყვა.
ამ წუთებში მრევლი ადგილზე რჩება მათი მოთხოვნა უცვლელია. ისინი მოითხოვენ, რომ მეუფემ ეპარქია დატოვოს.
ჭყონდიდის ახალმა მიტროპოლიტმა სტეფანემ მღვდელმოქმედებებში მონაწილეობა ეპარქიის ორ დიაკონს აუკრძალა.
ჭყონდიდის ეპარქიაში დაპირისპირებისას მეორე სართულიდან 10-მდე ადამიანი გადავარდა