მსოფლიო ბანკმა გამოაქვეყნა ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ეკონომიკური მიმოხილვა, რომელშიც წარმოდგენილია რეგიონის და მასში შემავალი ქვეყნების, მათ შორის, საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები. მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის განვითარებადი და ფორმირებადი ქვეყნებისთვის ეკონომიკური აქტივობა სავარაუდოდ შენელდება.
ანგარიშის თანახმად, ევროპისა და ცენტრალური აზიის რეგიონის განვითარებადი და ფორმირებადი ქვეყნებისთვის ეკონომიკური აქტივობა სავარაუდოდ შენელდება, რადგან შესუსტებული გლობალური ეკონომიკა, მკაცრი მონეტარული პოლიტიკა, ჩინეთის შენელება და შემცირებული სასაქონლო ფასები ტვირთად აწევს რეგიონის ეკონომიკური ზრდის პერსპექტივას.
ანგარიშის სრული ვერსია ხელმისაწვდომია მსოფლიო ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე.
- ანგარიშის პროგნოზის მიხედვით, სამხრეთ კავკასიაში ეკონომიკური ზრდა 2023 წელს არსებული 3.8 პროცენტიდან 2024 წელს 3.5 პროცენტამდე შემცირდება, ძირითად პარტნიორ ქვეყნებში, მათ შორის, ევროკავშირში ზრდის შენელების პარალელურად.
- ამ ფონზე ეკონომიკური ზრდა საქართველოში 2024 წელს სავარაუდოდ 5.2 პროცენტის დონეზე შენარჩუნდება, რაც რეგიონის საშუალო მაჩვენებელზე მეტია. ფულადი გზავნილების შემოდინების კლების მიუხედავად, მოსალოდნელია, რომ აქტიური ინვესტიციები და ტურიზმი გაამყარებს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელს. პროგნოზის მიხედვით, ინფლაცია 2024 წლის ბოლოსთვის 3 პროცენტიან სამიზნე მაჩვენებელს გაუტოლდება, ფულად - საკრედიტო პოლიტიკის თანდათანობით შემსუბუქებასთან ერთად.