პროპაგანდის ადგილი არ არის: რუმინეთმა ორი რუსული ფილმის ჩვენება გააუქმა

რუმინეთის კულტურის სამინისტრომ გააუქმა დედაქალაქ ბუქარესტის კინოთეატრებში ორი რუსული ფილმის ჩვენება მას მერე, რაც რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლებამ გაასაჯაროვა თითქოს რუსეთის კულტურის ხელშემწყობი ორგანიზაციის ინიციატივა, ეჩვენებინათ ფილმები, რომლებიც 1961 წლის 12 აპრილს კოსმოსში პირველი ადამიანის, საბჭოთა კოსმონავტის იური გაგარინის გაფრენის წლისთავს ეძღვნებოდა.


„დაუშვებელია საზოგადოებრივ კინოთეატრებში ჩვენება ამდენად აშკარა პროპაგანდისტული ფილმებისა, რომლებსაც რუსეთის სახელმწიფო აფინანსებს,“ - განაცხადა კულტურის მინისტრმა, რალუკა ცურკანმა.

კრიტიკოსების მიერ ფილმები „გამოწვევა (2023 წელი) და „ღია კოსმოსში გასვლა“ (2027 წელი) რუსეთის პროპაგანდისტულ საშუალებებად ითვლება.