BBC-ს ცნობით, სიდნეის სავაჭრო ცენტში უცნობი პირის მიერ დანით თავდასხმის შედეგად, ექვსი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.
რამდენიმე დაჭრილის მდგომარეობა კრიტიკულია. მათ შორის ერთი, 9 თვის ბავშვია. 40 წლის თავდამსხმელი პოლიციამ მოკლა.
თავდამსხმელის ვინაობა ჯერ დადგენილი არ არის, უცნობია მისი ქმედების მოტივები. პოლიცია ვარაუდობს, რომ ის მარტო მოქმედებდა.
ავსტრალიის პრემიერ-მინისტრმა ენტონი ალბანესმა სავაჭრო ცენტრის თავდასხმას "უკიდურესად თავზარდამცემი" უწოდა.