ირანმა ისრაელის მიმართულებით დრონები გაუშვა - IDF

ისრაელი ადასტურებს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით დრონები გაუშვა.

ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობაზე დაყრდნობით BBC და CNN წერენ.

ისრაელის თავდაცვის ძალები (IDF) და საჰაერო ძალები გეგმურ ზომებს მიმართავენ, რათა თავდასხმას სათანადოდ გაუმკლავდნენ.

დანიელ ჰაგარი აცხადებს, რომ ირანიდან გაშვებული ათობით უპილოტო საფრენი აპარატის ისრაელამდე მისვლას რამდენიმე საათი დასჭირდება

სპიკერის თქმით, ამ დროისთვის გამორთულია GPS სერვისები.


ამასთან, აშშ-ის ოფიციალური წარმომადგენელი ადასტურებს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით დრონები გაუშვა.

CNN– ის პოლიტიკურ და გლობალურ საქმეთა ანალიტიკოსმა ბარაკ რავიდმა განმარტა, რომ ირანმა შეტევა წამოიწყო ათობით თვითმფრინავის გამოყენებით.


ირანის მხრიდან თავდასხმის საფრთხის ფონზე, ისრაელი ყველა საგანმანათლებლო აქტივობას აუქმებს და საზოგადოებრივ შეკრებებს ზღუდავს.

ამის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალების სპიკერი დანიელ ჰაგარი ავრცელებს.


ჰაგარის თქმით, მიღებული გადაწყვეტილება ქვეყნის მასშტაბით ყველა საგანმანათლებლო აქტივობას აუქმებს და საზოგადოებრივ შეკრებებს 1000 კაცამდე ზღუდავს. ზოგიერთ ტერიტორიებზე, მაგალითად ღაზას სექტორთან და ლიბანთან საზღვრის მიმდებარედ, უფრო მკაცრი შეზღუდვები უკვე ძალაშია.


ჰაგარის თქმით, შეზღუდვები ძალაშია ორშაბათის, 23:00 საათამდე.

ის აღნიშნავს, რომ ისრაელის საჰაერო თავდაცვა მზადყოფნაშია.

შეგახსენებთ, ისრაელში აცხადებენ, რომ სრულ მზადყოფნაში არიან და ქვეყანა ირანის შემდგომი აგრესიისგან თავის დასაცავად მზად არის.