ირანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ „საპასუხო დარტყმები“ განხორციელდა ისრაელის სამიზნეებზე.“ ირანის Press TV-ის ცნობით, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა (IRGC) „დაიწყო უპილოტო თვითმფრინავების ფართო დარტყმები „ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ (ტერმინი, რომელსაც ირანი იყენებს ისრაელის აღსაწერად) სამიზნეებზე.“
ისრაელი აცხადებს, რომ „ირანისგან პირდაპირი დარტყმისთვის მზადაა და თეირანს პასუხს გასცემს.“
- „ჩვენ მზად ვართ ნებისმიერი სცენარისთვის, როგორც თავდაცვითი, ასევე შეტევითი თვალსაზრისით. ისრაელის სახელმწიფო ძლიერია, ისრაელის შეიარაღებული ძალები ძლიერია. საზოგადოება ძლიერია.“
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მდივანი ასევე იქნებიან შეხვედრაზე, რომელსაც ჯო ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან გამართავს. ვაშინგტონი განიხილავს ირანის თავდასმხას ისრაელზე. როგორც ცნობილია, IDF ადასტურებს, რომ ირანმა ისრაელის წინააღმდეგ დრონები გაუშვა.
როგორც CNN წერს, შეერთებული შტატების მიერ განთავსებული აქტივები რეგიონშია, რაც ირანის თავდასხმებისგან თავდაცვას უზრუნველყოფს.
საჰაერო თავდაცვის სისტემები, აშშ-ის ძალების დაცვის მიზნით, განლაგებულია ერაყში, სირიასა და იორდანიაში.