ისრაელის ტრანსპორტის სამინისტრომ განაცხადა, რომ ისრაელი საჰაერო სივრცეს ადგილობრივი დროით 12:30 საათიდან დახურავს.
„უსაფრთხოების სისტემის ინსტრუქციების შესაბამისად, დღეს ღამის 00:30 საათიდან ისრაელის სახელმწიფოს საჰაერო სივრცე დაიკეტება საერთაშორისო და შიდა ფრენებისთვის," - ნათქვამია განცხადებაში.
მისივე თქმით, ისრაელის მიმართულებით ფრენების შეფერხების გამო, თელ-ავივიდან ფრენების განრიგი სავარაუდოდ, შეიცვლება. რამონის აეროპორტი დაკეტილი იქნება ტრანსპორტისთვის. უწყება განმარტავს, რომ შემდომ გადაწყვეტილებებს მოვლენების შესაბამისად მიიღებენ.