ისრაელის სამხედრო ოფიციალური პირის თქმით, ირანმა ისრაელის მიმართულებით 100-ზე მეტი დრონი გაუშვა. ისრაელი ომის კაბინეტის სხდომას მართავს.
ისრაელის პრემიერ-მინისტრის ოფისის განცხადებაში ნათქვამია, რომ ომის კაბინეტის სხდომა იმართება ისრაელის თავდაცვის ძალების შტაბ-ბინაში, თელ-ავივში, კირიას სამხედრო ბაზაზე.
ისრაელი ადასტურებს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით დრონები გაუშვა.
ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობაზე დაყრდნობით BBC და CNN წერენ.
ისრაელი აცხადებს, რომ მისი თავდაცვის ძალები (IDF) და საჰაერო ძალები გეგმურ ზომებს მიმართავენ, რათა თავდასხმას სათანადოდ გაუმკლავდნენ.
აშშ-ში უსაფრთხოების გუნდი იკრიბება. სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მდივანი ასევე იქნებიან შეხვედრაზე, რომელსაც ჯო ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან გამართავს. ვაშინგტონი განიხილავს ირანის თავდასმხას ისრაელზე. როგორც CNN წერს, შეერთებული შტატების მიერ განთავსებული აქტივები რეგიონშია, რაც ირანის თავდასხმებისგან თავდაცვას უზრუნველყოფს. საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც აშშ-ის ძალებს დაიცავენ, განლაგებულია ერაყში, სირიასა და იორდანიაში.