ბაიდენი: ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ჩვენი ერთგულება მტკიცეა

აშშ-ის პრეზიდენტი ჯო ბაიდენი უსაფრთხოების გუნდს შეხვდა.

„მე ახლახან შევხვდი ჩემს ეროვნული უსაფრთხოების გუნდს, რათა მომესმინა განახლებული ინფორმაცია ისრაელის წინააღმდეგ ირანის თავდასხმების შესახებ. ისრაელის უსაფრთხოების მიმართ ჩვენი ერთგულება, ირანისა და მისი მარიონეტების საფრთხის წინააღმდეგ, ურყევია,“ წერს ბაიდენი სოციალურ ქსელში.

ირანის თავდასხმის ფონზე, ისრაელის ქალაქებში სირენები ჩაირთო.

ამ დროისთვის სირენების ხმა ბეერ-შევას, დიმონას, ნევატიმისა და ისრაელის სხვა ქალაქებში ისმის.

CNN წერს, რომ მის რეპორტიორებს სირენების ხმა ესმით იურუსალიმშიც.

რამდენიმე აფეთქება მესმის, რაც ხმით ჩამოგდებას ჰგავს. მოხვედრის ხმა არ მესმის… 20-დან 30-მდე ჩამოგდების თვითმხილველები გავხდით,” - ამბობს CNN-ის ჟურნალისტი ნიკ რობერტსონი.

IDF-ის სპიკერმა განაცხადა, რომ საჰაერო თავდაცვა სრულად მოქმედია და აკავებს საფრთხეებს იქ, სადაც საჭიროა.

მისივე თქმით, ისრაელის “მრავალი” თვითმფრინავი ცაშია ირანული თავდასხმის მოსაგერიებლად.

„ამ მომენტისთვის ისრაელის თავდაცვის ძალების ბევრი თვითმფრინავი ცაშია და მზად არიან ნებისმიერ საფრთხე მოიგერიონ… შეიძლება აფეთქებების ხმა გაიგოთ ჩამოგდებებისა და ნამსხვრევების ჩამოგდების შედეგად. ვინაიდან უამრავი საფრთხე არსებობს, განგაში შესაძლოა ფართო ტერიტორიებზე გავრცელდეს,” - განაცხადა დანიელ ჰაგარიმ.

შეგახსენებთ, ისრაელი ადასტურებს, რომ ირანმა ისრაელის მიმართულებით დრონები გაუშვა.

ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობაზე დაყრდნობით BBC და CNN წერენ.

ისრაელი აცხადებს, რომ მისი თავდაცვის ძალები (IDF) და საჰაერო ძალები გეგმურ ზომებს მიმართავენ, რათა თავდასხმას სათანადოდ გაუმკლავდნენ.

აშშ-ში უსაფრთხოების გუნდი იკრიბება. სახელმწიფო მდივანი და თავდაცვის მდივანი ასევე იქნებიან შეხვედრაზე, რომელსაც ჯო ბაიდენი ეროვნული უსაფრთხოების გუნდთან გამართავს. ვაშინგტონი განიხილავს ირანის თავდასმხას ისრაელზე. როგორც CNN წერს, შეერთებული შტატების მიერ განთავსებული აქტივები რეგიონშია, რაც ირანის თავდასხმებისგან თავდაცვას უზრუნველყოფს.

საჰაერო თავდაცვის სისტემები, რომლებიც აშშ-ის ძალებს დაიცავენ, განლაგებულია ერაყში, სირიასა და იორდანიაში.

რანის სახელმწიფო მედიამ დაადასტურა, რომ „საპასუხო დარტყმები“ განხორციელდა ისრაელის სამიზნეებზე.“ ირანის Press TV-ის ცნობით, ისლამური რევოლუციის გვარდიის კორპუსმა (IRGC) „დაიწყო უპილოტო თვითმფრინავების ფართო დარტყმები „ოკუპირებულ ტერიტორიებზე“ (ტერმინი, რომელსაც ირანი იყენებს ისრაელის აღსაწერად) სამიზნეებზე.“ ამასთან, ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის განცხადებაში აღნიშნულია, რომ “რაკეტები და უპილოტო საფრენი აპარატები მრავალი დანაშაულის საპასუხოდ არის გაშვებული.“

„სიონისტური რეჟიმის მიერ ჩადენილი მრავალი დანაშაულის საპასუხოდ, მათ შორის დამასკოში ირანის საელჩოს საკონსულო განყოფილებაზე თავდასხმისა და სირიაში ჩვენი ქვეყნის მეთაურებისა თუ სამხედრო მრჩევლების ჯგუფის დაღუპვის საპასუხოდ, ისლამური რევოლუციის გუშაგთა საჰაერო კოსმოსურმა ძალებმა ათობით რაკეტა და უპილოტო საფრენი აპარატი გაუშვეს ოკუპირებულ ტერიტორიებზე კონკრეტულ სამიზნეებზე,“ – აღნიშნულია განცხადებაში.

ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ისრაელი ირანისგან პირდაპირი დარტყმისთვის მზადაა და თეირანს პასუხს გასცემს.

ამ დროისთვის ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელმა ირანული დრონების ჩამოგდება დაიწყო. წყაროებზე დაყრდნობით CNN ასევე წერს, რომ ახლო აღმოსავლეთში აშშ-ის საჰაერო თავდაცვის სისტემებმა რამდენიმე ირანული დრონი შეაკავეს.

ისრაელის მედია კი ავრცელებს ცნობას, რომ დროები ასევე ჩამოაგდო იორდანიის საჰაერო თავდაცვამ.

მანამდე, აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ აშშ ისრაელს თავდაცვაში დაეხმარება.

„ისრაელის თავდაცვისადმი ერთგულები ვართ. დავეხმარებით ისრაელს. დავეხმარებით ისრაელს საკუთარი თავის დაცვაში და ირანი წარმატებას არ მიაღწევს,” - განაცხადა ბაიდენმა.

CNN წერს, რომ ერაყსა და სირიაში განლაგებულ აშშ-ის სამხედრო ძალებს პოტენციურად შეუძლიათ ირანული დრონების ჩამოგდება, რომლებიც ისრაელისკენ მიემართებიან.

ინფორმაციაში ასევე აღნიშნულია, რომ ამერიკულ ძალებს აქამდე ჩამოუგდიათ იემენიდან „ჰუსიტების“ მიერ ისრაელისკენ გაშვებული შორი მანძილის რაკეტები.