BBC: ჩინეთს ისრაელზე ირანის თავდასხმა არ დაუგმია

BBC-ის ცნობით, ჩინეთი კონფლიქტის „შეკავებისკენ“ მოუწოდებს, მაგრამ პეკინმა არ დაგმო თავდასხმები. პეკინი „ღრმად შეშფოთებულია მიმდინარე ესკალაციის გამო" და მოუწოდებს "შესაბამის მხარეებს, შეინარჩუნონ სიმშვიდე და თავშეკავება, რათა თავიდან აიცილონ დაძაბულობის შემდგომი ესკალაცია."

ჩინეთს მჭიდრო დიპლომატიური და ეკონომიკური კავშირები აქვს ირანთან. გასულ კვირას აშშ მოუწოდებდა პეკინს, მოეთხოვა თეირანითვის, არ განეხორციელებინა საპასუხო შეტევა ისრაელზე. თუმცა, Financial Times-ის ცნობით, აშშ-ის ოფიციალურმა პირებმა განაცხადეს, რომ მათ ვერ ნახეს რაიმე მტკიცებულება იმისა, რომ ჩინეთი ზეწოლას ახდენდა ირანზე.


ჩინეთი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით, გავლენიან ქვეყნებს, შეასრულონ კონსტრუქციული როლი ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად.

„ჩინეთი მოუწოდებს საერთაშორისო საზოგადოებას, განსაკუთრებით გავლენის მქონე ქვეყნებს, შეასრულონ კონსტრუქციული როლი რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველსაყოფად,“ - ნათქვამია სამინისტროს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.


ისრაელმა განაცხადა, რომ ირანმა მისი ტერიტორიის მიმართულებით 300-ზე მეტი დრონი და რაკეტა გაუშვა, მათი 99% მოიგერიეს, მაგრამ იყო მცირე რაოდენობის დარტყმები, მათ შორის, ისრაელის სამხრეთით მდებარე სამხედრო ბაზაზე. თავდასხმისას დაშავდა ერთი ადამიანი. დაშავებულია 7 წლის გოგო, რომელიც კლინიკაში მკურნალობს.