ნიდერლანდების მთავრობა უახლოესი ორი წლის განმავლობაში უკრაინისთვის დამატებით 4,4 მილიარდი ევროს გამოყოფას გეგმავს. ამის შესახებ ნათქვამია დოკუმენტში, სახელწოდებით „გაზაფხულის მემორანდუმი 2024“, რომელიც გამოქვეყნდა მთავრობის ვებგვერდზე, იუწყება Ukrinform. დოკუმენტი, რომელიც აღწერს მთავრობის მთავარ გეგმებს 2024 წლის და შემდგომი წლებისთვის, ითვალისწინებს დამატებით დაფინანსებას უკრაინის მხარდასაჭერად, ნიდერლანდების თავდაცვისთვის, ქვეყანაში ლტოლვილების განთავსებასა და ა.შ.