ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი: ამ კანონმა შეიძლება, საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა დააზიანოს

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი ჰანკე ბრუინს სლოტი "ქართული ოცნების" მიერ რუსული კანონის პირველი მოსმენით მიღებასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და მან შეიძლება, დააზიანოს ქვეყნის ევროკავშირისკენ მიმავალი გზა.


„შეშფოთებული ვარ საქართველოს პარლამენტის მიერ პირველი მოსმენით "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ" კანონპროექტის მიღებით. ამან შეიძლება, ხელი შეუშალოს სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის კრიტიკულად მნიშვნელოვან მუშაობას. ეს კანონი არ ასახავს ევროკავშირის სტანდარტებს და მან შეიძლება, დააზიანოს საქართველოს ევროკავშირისკენ მიმავალი გზა," - წერს ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი.


შეგახსენებთ, გუშინ, 17 აპრილს ხალხმრავალი პროტესტის მესამე ღამე იყო პარლამენტის შენობასთან. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს.



ცნობისთვის,  პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.