აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი განცხადებას ავრცელებს, რომლითაც საქართველოს მიერ სადავო კანონოპროექტის პირველი მოსმენით მიღების გამო, იმედგაცრუებას გამოხატავს. სპიკერი მეთიუ მილერი შემოთავაზებულ კანონპროექტს კრემლის მიერ შთაგონებულს უწოდებს.
„ჩვენ ღრმად იმედგაცრუებულები ვართ საქართველოს პარლამენტის გადაწყვეტილებით, წინ წაწიოს კრემლის მიერ შთაგონებული „უცხოური გავლენის“ კანონმდებლობა.
როგორც ევროკავშირმა განაცხადა, როგორც ევროკავშირმა განაცხადა, ამ კანონის მიღებამ შეიძლება, დააზიანოს საქართველოს პროგრესი ევროკავშირის გზაზე. ჩვენს ევროპელ მოკავშირეებს ვუერთდებით საქართველოსადმი მოწოდებაში, არ მიიღოს კანონმდებლობა, რომელიც ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სურვილებს - სურვილს, რომ სრულიად ინტეგრირებული გახდნენ ევროკავშირში.
საქართველოს აქტიური სამოქალაქო საზოგადოება ჰყავს, რომელიც მის მოქალაქეებს ემსახურება და საქართველოს ეკონომიკის გაუმჯობესებაზე მუშაობს. მიღების შემთხვევაში, კანონმა შეიძლება, შეზღუდოს გამოხატვის თავისუფლება, სტიგმატიზირება მოახდინოს ორგანიზაციების, რომლებსაც ეს სარგებელი საქართველოს მოქალაქეებთან მიაქვთ, ასევე, ხელი შეუშალოს დამოუკიდებელ მედია ორგანიზაციებს, რომლებიც მუშაობენ, რათა ქართველებს მაღალი ხარისხის ინფორმაციაზე ჰქონდეთ წვდომა. მსგავსი, კრემლის მიერ შთაგონებული კანონმდებლობა შეუსაბამოა, თუ მიზანი გამჭვირვალობის ხელშეწყობაა. ყველა მხარეს მოვუწოდებთ, მშვიდობიანი შეკრების უფლება დაიცვან,” - აღნიშნულია მილერის განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ ეს სახელმწიფო დეპარტამენტის უკვე მეშვიდე გამოხმაურებაა ამ საკითხზე. პირველი განცხადება სამ აპრილს გაკეთდა, როდესაც კანონპროექტის ინიცირება მოხდა. ბოლო განცხადება კი, სპიკერის მოადგილემ გუშინ გააკეთა.
-
რა გზავნილი აქვს აშშ-ს თბილისში პროტესტის მონაწილეთა მიმართ - მეთიუ მილერის პასუხი
-
მეთიუ მილერი: რადგან ეს ჯერ კიდევ კანონპროექტია, არ ვისაუბრებ რაიმე შედეგებზე
შეგახსენებთ, მესამე ღამე იყო გუშინ, რაც პარლამენტის შენობასთან ხალხმრავალი პროტესტი იმართება. საერთაშორისო პარტნიორები და თავად ევროკავშირის უმაღლესი თანამდებობის პირები აცხადებენ, რომ ეს კანონი მიღების შემთხვევაში, ქვეყანას ევროპული გზიდან გადაახვევინებს.
ცნობისთვის, პარლამენტმა „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის“ სადავო კანონპროექტი, პირველი მოსმენით, პროტესტის ფონზე მიიღო. კანონის საბოლოოდ მისაღებად საჭიროა მეორე და მესამე მოსმენა.
-
22:00 საათისთვის შსს-მ დაიწყო ძალის გამოყენება აქციის მონაწილეთა მიმართ - ომბუდსმენის აპარატი
-
არასამთავრობოები მოუწოდებენ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს, გამოიძიოს პოლიციელთა მიერ ჩადენილი სავარაუდო დანაშაულები