უკრაინამ Bohdan-ის ტიპის თვითმავალი საარტილერიო სისტემების წარმოების თვეში 10-მდე გაზრდა მოახერხა, ასევე იზრდება დრონებისა და ჭურვების წარმოება. შესაბამისი განცხადება უკრაინის პრეზიდენტმა გააკეთა.
უკრაინის პრეზიდენტის შეფასებით, ეს კარგი შედეგია.
„ზოგადად, იარაღის წარმოებაში არის დადებითი ასპექტები. ჩვენ განსაკუთრებით ვაფასებთ ყველაფერს, რაც დაკავშირებულია დრონებისა და ჭურვების წარმოებასთან. მე ყოველთვის მადლობელი ვარ ყველა კომპანიისა და ყველა მწარმოებლის, რომელიც უზრუნველყოფს ჩვენს თავდაცვისა და უსაფრთხოების ძალებს ყველაფრით, რაც მათ სჭირდებათ,“ აღნიშნა ზელენსკიმ.
„უნდა გვახსოვდეს, რომ რუსულ პროპაგანდას უცვლელად მოსდევს, სულ მცირე, დესტაბილიზაცია და, უარეს შემთხვევაში, ოკუპაციის მცდელობა. ყველა დონეზე, ჩვენ და ჩვენმა პარტნიორებმა ერთად უნდა ვიმუშაოთ მის წინააღმდეგ. და მადლობას ვუხდი ყველას მსოფლიოში - ყველა ლიდერს, ყველა საზოგადო მოღვაწეს, ყველა პოლიტიკოსს, ვინც სერიოზულად ეკიდება ხალხის დაცვას დეზინფორმაციისგან და ყველა სხვა რუსული დესტაბილიზაციის გავლენისგან,“ განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა ტრადიციული ვიდეომიმართვისას.