საფრანგეთის პოლიციამ დააკავა კაცი, რომელიც დედაქალაქ პარიზში, ირანის საკონსულოში თავის აფეთქებით იმუქრებოდა. საკონსულოს შენობაში შესულს თან ყუმბარა და ასაფეთქებელი ჟილეტი ჰქონდა. სამართალდამცველებმა საკონსულოს შენობა ალყაში მოაქციეს და კაცი დააკავეს. ამ დროისთვის უცნობია, რა მოტივით მოქმედებდა კაცი.
ინციდენტის გამო ახლომდებარე მეტროს ხაზმა მუშაობა დროებით შეაჩერა და პოლიციამ მოქალაქეებს სთხოვა, ტერიტორიასთან მიახლოებისთვის თავი აერიდებიათ.
უცნობია, უკავშირდება თუ არა მომხდარი ირანსა და ისრაელს შორის დაძაბულობის ესკალაციას.
თეირანმა დღეს ისრაელის თავდასხმის შესახებ გავრცელებული ცნობა არ დაადასტურა და განაცხადა, რომ საპასუხო ქმედებებს არ გეგმავს, თუმცა როგორც Reuters-ი წერს, ეს პასუხი, სავარაუდოდ, მასშტაბური ომის თავიდან აცილებისკენ იყო მიმართული.