აზერბაიჯანი და სომხეთი საზღვრის მონაკვეთის დელიმიტაციაზე პირველად შეთანხმდნენ

სომხეთმა და აზერბაიჯანმა საზღვრის მონაკვეთის დელიმიტაცია-დემარკაციაზე შეთანხმებას პირველად მიაღწიეს. ამის შესახებ ნათქვამია ერთობლივ განცხადებაში, რომელიც სასაზღვრო კომისიების მე-8 შეხვედრის შესახებ გამოქვეყნდა.

სომხეთი აზერბაიჯანს 4 სოფელს დაუბრუნებს. საუბარია სომხეთის ტავუშის პროვინციისა და აზერბაიჯანის ყაზახის რაიონების სასაზღვრო ზონაში მდებარე ოთხ სოფელზე, რომლებსაც ერევანი ყარაბაღის პირველი ომის შემდეგ აკონტროლებდა. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ შეთანხმება მიღწეულია მოლაპარაკებების მერვე რაუნდზე - ვიცე-პრემიერ მჰერ გრიგორიანსა და მის აზერბაიჯანელ კოლეგას შაჰინ მუსტაფაევს შორის, რომელიც სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვრის მონაკვეთზე, 19 აპრილს გაიმართა.


განცხადების თანახმად, მხარეებმა მიაღწიეს წინასწარ შეთანხმებას, რომ დელიმიტაციის პროცესის საწყისი ეტაპი მოიცავს მონაკვეთებს სომხეთის ჩრდილო-აღმოსავლეთ ტავუშის პროვინციის ოთხ სოფელსა და ოთხ მიტოვებულ სოფელს შორის, რომლებიც ადრე აზერბაიჯანის ჩრდილო-დასავლეთ ყაზაქსის ოლქის ნაწილი იყო.


„სომხეთი დათანხმდა 1990-იანი წლების დასაწყისიდან ოკუპირებული ოთხი სოფლის დაბრუნებას," - წერს თავის მხრივ, აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი აიხან ჰაჯიზადა სოციალურ ქსელში.


აღნიშნული სოფლები სომხეთის სამხედრო კონტროლის ქვეშ იყო 1991-92 წლებში, როდესაც გაძლიერდა ეთნიკური შეტაკებები ორ ყოფილ საბჭოთა ერს შორის. შემოთავაზებული საზღვარი კი, ახლა სომხურ და აზერბაიჯანულ სოფლებს შორის გაივლის. სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში მითითებულია სოფლები, როგორიცაა ბაღანისი (სომხეთი) და ბაღანის აირუმი (აზერბაიჯანი), ვოსკეპარი (სომხეთი) და ასაგი ასკიფარა (აზერბაიჯანი), კირანცი (სომხეთი) და ქსეირიმლი (აზერბაიჯანი) და ბერქაბერი (სომხეთი) და ყიზილჰაჩილი (აზერბაიჯანი).


განცხადების მიხედვით, მიზანია, ეს პროცესი „შეესაბამებოდეს კანონიერად დადგენილ რესპუბლიკურ საზღვარს, რომელიც არსებობდა საბჭოთა კავშირის ფარგლებში, მისი დაშლის დროს.“

„გადაწყდა, რომ სასაზღვრო ხაზის ამ მონაკვეთების აღწერილობა შედგენილი იქნება ადგილზე გეოდეზიური გაზომვების საფუძველზე კოორდინატების დაზუსტების გათვალისწინებით, რაც გაფორმდება შესაბამისი ოქმი-აღწერით, რომელიც უნდა იყოს შეთანხმებული და ხელმოწერილი 2024 წლის 15 მაისამდე,“ - ნათქვამია განცხადებაში. 

მხარეებმა საზღვარზე მესაზღვრეების ერთდროული განთავსება უნდა დაიწყონ, ხოლო მონაკვეთის დემარკაციის დასრულებამდე საზღვარი დელიმიტირებულად ჩაითვლება. მხარეებს პროცესის სამართლებრივად დასრულების ბოლო ვადად, განხცხადების მიხედვით, 2024 წლის პირველი ივლისი ეძლევათ.


მხარეები შეთანხმდნენ, რომ დელიმიტაციის პროცესი დაეფუძნება 1991 წლის ალმა-ათის დეკლარაციას.

„შეხვედრის შედეგად გაფორმდა ოქმი. გადაწყდა, რომ მორიგი შეხვედრის თარიღი და ადგილი სამუშაო წესით შეთანხმებულიყო,“ - ნათქვამია განცხადებაში. სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის ბოლო შეთანხმება ორი დღის შემდეგ ფორმდება, რაც სომხეთის პრემიერ მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი ტავუშის სამ საზღვრისპირა სოფელს ეწვია, რათა შეხვედროდა მოსახლეობას და განეხილათ მომავალი ღონისძიებები, რომლებიც, მისი თქმით, სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია სომხეთის სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობის უზრუნველსაყოფად.


ეს იყო მისი მეორე ვიზიტი რეგიონში, სადაც საზღვრისპირა სოფლების მცხოვრებლები შეშფოთებულნი არიან, რომ აზერბაიჯანთან საზღვრის დემარკაცია საბჭოთა პერიოდის კონფიგურაციის შესაბამისად ართმევს მათ სასოფლო-სამეურნეო მიწებზე წვდომას და გაართულებს მათ კომუნიკაციას ქვეყნის დანარჩენ ნაწილთან - იმის გამო, რომ ამ ტერიტორიაზე გზის ზოგიერთი ნაწილი აზერბაიჯანის კონტროლს დაექვემდებარა.


გარდა ამისა, ისინი აცხადებენ შეშფოთებას, რომ სომხეთის ამჟამინდელი სამხედრო პოზიციებიდან გასვლა ადგილობრივ მშვიდობიან მოსახლეობას ბევრად უფრო დაუცველს გახდის აზერბაიჯანის შეიარაღებული თავდასხმების მიმართ. შეხვედრების დროს ფაშინიანმა პირობა დადო, რომ მისი მთავრობა ძალისხმევას მიმართავს იმ სირთულეების გადასაჭრელად.

მანამდე, აზერბაიჯანი მოითხოვდა, რომ ოთხი სოფელი, რომლებიც სომხეთის თავუშისა და აზერბაიჯანის ყაზახის რაიონების მახლობლად მდებარეობს, აზერბაიჯანს უნდა გადაეცეს.