უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
ზელენსკის თქმით, უკრაინას ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის იმედი აქვს და ამ მიმართულებით წინსვლისთვის მზად არის.
„ვულოცავ საქართველოსა და ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. ჩვენს ორ ერს მრავალწლიანი კავშირები და თავისუფლებისა და ღირსების ფასეულობების საერთო გაგება აკავშირებს. საქართველოს მშვიდობას, ერთიანობას, ძლიერებასა და კეთილდღეობას ვუსურვებ. ჩვენ ორმხრივად სასარგებლო ურთიერთობის იმედი გვაქვს და უკრაინა ამ მიმართულებით წინსვლისთვის მზად არის,“ - წერს ზელენსკი X-ზე.