რუმინეთის პრეზიდენტმა ნიკუშორ დანმა სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპირო ქალაქ კონსტანცაში რუსეთის კონსული პერსონა ნონ გრატად გამოაცხადა.
ბუქარესტი საკონსულოსაც ხურავს.
რუმინეთის პრეზიდენტმა ეს გადაწყვეტილება, რომელიც ქვეყნის ტერიტორიაზე სავარაუდოდ, რუსული დრონის შეჭრის გამო მიიღეს, ეროვნული თავდაცვის უმაღლესი საბჭოს სხდომის შემდეგ გამოაცხადა.
მისი განმარტებით, დრონი უკრაინაში სამიზნეების წინააღმდეგ მიმართული 43 დრონიდან ერთ-ერთი იყო. როგორც მედია წერს, მოსალოდნელია, რომ რუმინეთი რუსეთის საკონსულოს დახურავს.
რუმინეთის პრეზიდენტის თქმით, ბუქარესტი NATO-ელი მოკავშირეების ერთიანი რეაქცია სოლიდარობის ძლიერი დემონსტრირებაა. ნიკუშორ დანმა აღნიშნა,რომ ალიანსი თავისი საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის ნაწილს რუმინეთში გადაიტანს, ვიდრე რუმინეთი თავის შიდა სისტემებს არ განაახლებს.
NATO-მ და ევროკავშირმა რუსეთი გააკრიტიკეს მას შემდეგ, რაც მისი ერთ-ერთი დრონი რუმინეთის საცხოვრებელ კორპუსს შეეჯახა, ორი ადამიანი დაშავდა.
რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ეს მაშინ მოხდა, როდესაც რუსეთი უკრაინაზე თავდასხმებს ახორციელებდა.
ალიანსის გენერალური მდივანი მარკ რუტე ამბობს, რომ „რუსეთის უგუნური საქციელი საფრთხეს უქმნის ყველას“, ხოლო ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი აღნიშნავს, რომ ევროკავშირი „გააგრძელებს ზეწოლის გაზრდას“ მოსკოვზე.
რუმინეთი, რომელიც უკრაინას ესაზღვრება, NATO-ს სამხედრო ალიანსის წევრია - ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც რუსეთ-უკრაინის ომის დროს, დრონი საცხოვრებელ კორპუსს დაეჯახა რუმინეთში.