ღამის განმავლობაში რუსეთის ფედერაციის ექვს რეგიონს უპილოტო თვითმფრინავებით თავს დაესხნენ.
რუსეთის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო თავდაცვამ დრონები ბელგოროდის, ბრიანსკის, კურსკის, ტულის, სმოლენსკის, რიაზანის, კალუგისა და მოსკოვის ოლქებში გაანადგურა.
რუსული მედია წერს, რომ დრონები თავს დაესხნენ, ასევე, ქვესადგურს ვიგონიჩიში, ბრიანსკის რეგიონში. ადგილობრივებმა განაცხადეს, რომ მათ აფეთქების ხმა გაიგეს.
უკრაინული მედიის ცნობით, საჰაერო თავდაცვის ძალების მოქმედების შედეგად დაზიანდა ენერგეტიკული ინფრასტრუქტურის რამდენიმე ობიექტი, აფეთქების ადგილებზე ხანძარი გაჩნდა,
უკრაინული წყაროების ცნობით, წლის დასაწყისიდან უკრაინამ რუსეთის ნავთობგადამამუშავებელ ქარხნებზე დრონებით თავდასხმის სერია განახორციელა. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ფონზე, ბოლო დროს, რუსეთის ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ხშირად ვრცელდება ცნობები უპილოტო თვითმფრინავების თავდასხმების შესახება. ასეთი ფაქტები ფიქსირდება სხვადასხვა რაიონში, მაგრამ ყველაზე ხშირად - უკრაინის საზღვართან.
მაგალითად, 19 აპრილის ღამეს ქალაქ ბელგოროდსა და მის შემოგარენში მოხდა აფეთქებების სერია.
8 აპრილს თავს დაესხნენ ბრიანსკის ქიმიურ ქარხანას, რომელიც ასაფეთქებელ ნივთიერებებს აწარმოებს. 11 აპრილს დრონები თავს დაესხნენ მიხაილოვსკის სამთო და გადამამუშავებელ ქარხანას კურსკის რეგიონში. მარტში თვითმფრინავები თავს დაესხნენ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას რიაზანში, რამაც ხანძარი გამოიწვია.