უკრაინის სპეცსამსახურებმა, სამხედროებთან ერთად, რუსეთის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე ფართომასშტაბიანი თავდასხმა მოაწყვეს მოაწყვეს. ამის შესახებ დაზვერვის წყარომ Kyiv Independent-ს განუცხადა. ქვეყნის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, რუსეთის საჰაერო თავდაცვამ ჩამოაგდო 50 უკრაინული თვითმფრინავი რვა რეგიონში, მათ შორის, ბელგოროდის, კურსკის, მოსკოვის, ტულის, რიაზანის, ბრიანსკის, კალუგის და სმოლენსკის ოლქებში.
ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, ბოლო სამი რეგიონის სამ ცალკეულ ენერგეტიკულ ობიექტზე ხანძარი გაჩნდა. გავრცელებული ინფორმაციით, დრონის ნამსხვრევებმა ასევე გააჩინა ხანძარი სმოლენსკის ოლქში, საწვავის შესანახ ავზში.
„თავდასხმა უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის (SBU), სამხედრო დაზვერვის სააგენტოს (HUR) და სპეციალური ოპერაციების ძალების (SOF) ერთობლივი ოპერაცია იყო,“ განაცხადა წყარომ.
„SBU-ის დრონებმა წარმატებით შეუტიეს ინფრასტრუქტურას, რომელიც უზრუნველყოფს რუსეთში სამხედრო ობიექტების უწყვეტ ფუნქციონირებას,“ - განუცხადა სამხედრო დაზვერვის წყარომ Kyiv Independent-ს.
უკრაინა როგორც წესი, კომენტარს არ აკეთებს რუსეთის ტერიტორიაზე სავარაუდო თავდასხმებზე. ბოლო კვირების განმავლობაში უკრაინულმა ძალებმა უპილოტო თვითმფრინავების დარტყმების სერია განახორციელეს, რომლის მიზანი რუსეთის ნავთობის ინდუსტრიის დაზიანება იყო.