უკრაინის პრეზიდენტი აშშ-ის კონგრესის გადაწყვეტილებას ეხმაურება.
„ამერიკული დახმარების პაკეტი, რომელსაც ასე ველოდით, მივიღეთ. ძალიან მნიშვნელოვანი პაკეტი, რომელსაც იგრძნობენ ჩვენი ჯარისკაცები ფრონტის ხაზზე, ჩვენი ქალაქები და სოფლები, რომლებიც განიცდიან რუსულ ტერორს. შეერთებული შტატების წარმომადგენელთა პალატამ დღეს კენჭი უყარა კანონპროექტს. მადლობა თითოეულ ადამიანს, ვინც მხარი დაუჭირა ამ პაკეტს: ეს არის გამოსავალი სიცოცხლის დასაცავად.
მადლობა პირადად სპიკერს მაიკ ჯონსონს, ყველა ამერიკელს, რომელიც, გრძნობს, რომ რუსულმა ბოროტებამ არ უნდა გაიმარჯვოს. იმედი მაქვს, რომ პაკეტი აშშ-ის სენატში მალე განიხილება და პრეზიდენტ ბაიდენს სწრაფად გადაეგზავნება.
ჩვენ ვაფასებთ ჩვენი სახელმწიფოს დამოუკიდებლობის, ჩვენი ხალხის და ჩვენი სიცოცხლის მხარდაჭერის ყველა გამოვლინებას, რომელიც რუსეთს ასე სურს, რომ ნანგრევებში დამარხოს. ამერიკამ აჩვენა თავისი ლიდერობა ომის პირველივე დღეებიდან.
სწორედ ამ ტიპის ამერიკული ხელმძღვანელობაა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი საერთაშორისო წესრიგის შესანარჩუნებლად. რა თქმა უნდა, ჩვენ გამოვიყენებთ ამერიკის მხარდაჭერას ჩვენი ერის გასაძლიერებლად და ამ ომის სამართლიანი დასასრულისთვის - ომის, რომელიც პუტინმა უნდა წააგოს," ამბობს ვოლოდიმირ ზელენსკი.