უკრაინამ ლიეტუვიდან სამხედრო დახმარების კიდევ ერთი ტვირთი მიიღო

ლიეტუვამ უკრაინისთვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი პაკეტის გადაცემის შესახებ გამოაცხადა. ამის შესახებ ლიეტუვის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, უკრაინაში დღეს ლიეტვის სამხედრო დახმარების კიდევ ერთი ტვირთი ჩავიდა.


„უკრაინის შეიარაღებულ ძალებს მივაწოდეთ დაშლილი, მსუბუქი თავდასხმის თვითმფრინავი L-39ZA Albatros,“ - ნათქვამია ინფორმაციაში. პოსტში ასევე ნათქვამია, რომ ლიეტუვის არმიამ გამოიყენა თვითმფრინავი L-39 ოფიცრების მოსამზადებლად, მფრინავების საბრძოლო მზადყოფნის უზრუნველსაყოფად.“


2021 წლის აპრილში ლიეტუვის შეიარაღებული ძალების მეთაურის ბრძანებით, თვითმფრინავი გამოუყენებლად გამოცხადდა გაუმართაობის გამო. ეს „ალბატროსი“ 2019 წლის შემდეგ არ დაფრინავს ძრავის გაუმართაობის გამო.


უწყების ცნობით, მიწოდებული აღჭურვილობა უკრაინაში უკვე ჩავიდა. ლიეტუვის ხელისუფლებამ თითქმის 15 მილიონი ევრო გამოყო სპეციალური სარეაბილიტაციო პროგრამისთვის, რომელიც უკრაინელი სამხედროებისთვის არის შექმნილი.