ბაიდენი: უკრაინისთვის დახმარების პაკეტის მიღება ამერიკის ლიდერობაზე ნათელ სიგნალს აგზავნის

აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარმომადგენელთა პალატის მიერ უკრაინისთვის დახმარების პაკეტის დამტკიცების შემდეგ განაცხადა, რომ უკრაინისთვის დახმარების პაკეტის მიღება ამერიკის ლიდერობაზე ნათელ სიგნალს აგზავნის.


„დღეს წარმომადგენელთა პალატის ორივე პარტიის წევრებმა ხმა მისცეს ჩვენი ეროვნული ინტერესების წინ წაწევას და ნათელი მესიჯის გაგზავნას მსოფლიო არენაზე ამერიკული ლიდერობის ძალის შესახებ.


ასეთ კრიტიკულ გარდამტეხ მომენტში ისინი გაერთიანდნენ, რათა ისტორიის მოწოდებისთვის ეპასუხათ და მიიღეს სასწრაფოდ საჭირო ეროვნული უსაფრთხოების კანონპროექტი, რომლის დამტკიცებისთვისაც თვეების განმავლობაში ვიბრძოდი.


მოვუწოდებ სენატს, სწრაფად გამოაგზავნონ ეს პაკეტი, რათა შემეძლოს, ხელმოწერა და კანონად მისი ქცევა; სწრაფად შევძლოთ უკრაინისთვის იარაღისა და აღჭურვილობის გაგზავნა, რომ გადაუდებელი საბრძოლო საჭიროებები დაიკმაყოფილონ,” - განაცხადა ბაიდენმა.