სკოლების ნაწილში სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულდა, ნაწილში - გრძელდება

  • სუს-ში აცხადებენ, რომ ინფორმაცია, თითქოს ერთ-ერთ სკოლაში იარაღი ან ბომბი იყო აღმოჩენილი, სიმართლეს არ შეესაბამება

სუს-ში აცხადებენ, რომ ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები რამდენიმე სკოლაში მიმდინარეობს.

მათივე ცნობით, სკოლების ნაწილში მუშაობა უკვე დასრულდა, ნაწილში კი გრძელდება. სუს-ის ინფორმაციით, იარაღი ან ასაფეთქებელი მოწყობილობა ამ დროისთვის არც ერთ სკოლაში არ არის აღმოჩენილი.


ოპერატიული სამძებრო-საგამოძიებო მოქმედებები ტელეგრამარხებით გავრცელებულ მუარის შემცველ შეტყობინებებს უკავშირდება.

ერთ-ერთ Telegram არხზე ტერორიზმთან დაკავშირებული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში განაცხადეს, რომ „შესაბამისი სამსახურები ახორციელებენ პროტოკოლით გათვალისწინებულ ყველა გადაუდებელ და საჭირო ღონისძიებას”. განათლების სამინისტროში განაცხადეს, რომ "შესაბამისი უწყებები საქმის კურსში არიან" და "აუცილებლად მოხდება რეაგირება." ახლად შექმნილ რუსულენოვან ტელეგრამ-არხზე მუქარის შემცველი ინფორმაცია გავრცელდა. ამ დროისთვის აღნიშნული არხი წაშლილია.