ლატვია უკრაინაში მოკლე რადიუსის საჰაერო თავდაცვის სისტემებს გაგზავნის

ლატვია უკრაინისთვის შექმნილ „საჰაერო თავდაცვის კოალიციაში“ მონაწილეობას მიიღებს. ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ანდრის სპრუდსმა ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, ლატვია კიევისთვის იარაღის შესაძენად შექმნილი „უპილოტო საფრენი აპარატების“ და „რაკეტების კოალიციის“ აქტიური მონაწილეა.


„არსებობენ ქვეყნები Patriot-ის სისტემებით და მათ გარეშე. თუ ვსაუბრობთ საჰაერო თავდაცვის სისტემებზე, მაშინ ლატვია ასევე წვლილს შეიტანს საჰაერო თავდაცვის აღჭურვილობის გაგზავნით,“ აღნიშნა მინისტრმა. მან ასევე განაცხადა, რომ 2023 წელს ლატვიაში 4000-ზე მეტი უკრაინელი ჯარისკაცი გაწვრთნეს და მსგავსი სწავლება 2024 წელსაც გაგრძელდება.