აშშ-ის კონგრესის ორპარტიული დელეგაცია კიევში ჩავიდა

ამერიკის შეერთებული შტატების კონგრესის ორპარტიული დელეგაცია კიევს ეწვია.

აშშ-ის საელჩოს ცნობით, დელეგაციის შემადგენლობაში არიან აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ოთხი წევრი : „რესპუბლიკელები“ თომას კინი და ნატანიელ მორინი და „დემოკრატები“: ბილ კიტინგი და მადლენ დინი. საელჩოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ეს ვიზიტი კიდევ ერთი დადასტურებაა იმისა, რომ უკრაინის მიმართ აშშ-ის მხარდაჭერა ურყევი რჩება.

შაბათს, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ, რამდენიმეთვიანი დებატების შემდეგ, დაამტკიცა პროექტი, რომელიც უკრაინის შემდგომი მხარდაჭერით, მისი მიღება უახლოეს დღეებშია მოსალოდნელი.


შეგახსენებთ, წარმომადგენელთა პალატამ საკანონმდებლო პაკეტი მიიღო, რომელიც უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის უსაფრთხოების მხარდასაჭერად 95 მილიარდი აშშ დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს.